აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთით დაწყებული თურქული სამხედრო ოპერაციის დაწყება დაგმო.
თეთრი სახლის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ს „არ მოსწონს ეს თავდასხმა და თურქეთს მივეცით მინიშნება, რომ ეს ოპერაცია - ცუდი იდეაა“.
ქურთულ ფორმირებას, რომელიც თურქული ჯარის მთავარი სამიზნეა, მხარს უჭერს აშშ. სირიაში თურქეთის სპეცოპერაციის წინააღმდეგ ევროკავშირი და ზოგი არაბული ქვეყანა გამოვიდა.