თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო - შალვა ნათელაშვილი

23:43 10-09-2019
4

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებებს გამოეხმაურა.

„სასწაულებს ვისმენ, ესე იგი თადუმაძე დაბადებამდე დაბადებული იყო, ადამიანის მარსზე ასვლამდე, ის უკვე ნამყოფია იქ, ხოლო ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნამდე, ის უკვე იქ სწავლობს“, - წერს შალვა ნათელაშვილი.

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს, შალვა თადუმაძეს პარლამენტში მოუსმინეს, რომლის პასუხებმა დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვები გააჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, მან უნივერსიტეტში ჩააბარა 1993 წელს, რომელიც რეალურად 1994 წელს გაიხსნა.