კომპოზიტორ ავთო შარვაძის ქვრივს სახლიდან ასახლებენ - ის თვითმკვლელობით იმუქრება

22:45 10-09-2019
3039

ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ავთო შარვაძის ქვრივს თინა იმნაძეს, სახლიდან ასახლებენ, რის გამოც მარტოხელა ქალბატონი თვითმკვლელობით იმუქრება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ტელეწამყვანი და მოდელი ანუკი ქორქია პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ქალბატონ თინა იმნაძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ასევე ის ონკოლოგიური პაციენტია.

„ხვალ ჩემს მეზობელს თ.იმნაძეს მარტოხელა ქალს, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები და არის ონკოლოგიურის პაციენტი (თავის ტვინის სიმსივნით), რომელსაც უმძიმესი ოპერაციით რამდენიმე წლით გავუხანგრძლივეთ ცხოვრება, აგდებენ სახლიდან!!! რომელიც თაღლითური გზით „აახიეს“!!! სასამართლო ვერასოდეს ვეღარ ჩატარდა და ზემოთ ხსენებული ქალბატონი უსამართლო გამოსახლების შემთხვევაში იმუქრება თვითმკვლელობით, რომლის მცდელობაც ახალგაზრდობაში ჰქონდა!!! არის არაჩვეულებრივი ადამიანი და პიროვნება, მისი ზეემოციური და ხანდახან არაადეკვატური რეაქციების მიღმა!!! ყველასათვის საყვარელი ბრწყინვალე კომპოზიტორის ავთო შარვაძის ქვრივი. მოკლედ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ არის მოტყუებული მარტოხელა, რომელსაც წასასვლელიც არ აქვს და რეალური საფრთხეა სუიციდის. ბოლოსდაბოლოს პროცესის ჩატარება რაგახდა!!!“- წერს ანუკი ქორქია.

თინა იმნაძის ახლობელი შოთა იმნაძე „რეიტინგთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ 2007 წელს თინას ერთ-ერთმა მეზობელმა მოტყუებით ხელი მოაწერინა რაღაც დოკუმენტზე. აღმოჩნდა, რომ მეზობელმა იმნაძეს სახლი იპოთეკაში 45 000 დოლარის სესხის სანაცვლოდ ჩაადებინა. შოთა იმნაძე აღნიშნავს, რომ ფსიქიკური პრობლემების გამო, ქალბატონი თინა ვერ აცნობიერებდა რას აწერდა ხელს.

ხვალ, 4 საათზე კი თინა იმნაძეს აღსრულების პოლიცია სახლიდან გამოასახლებს, რის გამოც ის თვითმკვლელობით იმუქრება.