თადუმაძე განმარტავს, თუ რატომ არ გასცა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს პასუხი

22:01 10-09-2019
48

იურიდიულ კომიტეტში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის გამოკითხვა დასრულდა, რომელიც დაახლოებით 10 საათს გაგრძელდა. 

გამოკითხვის, დროს თადუმაძემ არ უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველოს დემოკრატიული ინიციატივოს (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძის კითხვებს. მოგვიანებით კი მან ჟურნალისტებთან მიზეზი განმარტა.

„არასამთავრობოებს კითხვებს არ ვუპასუხე, ერთი იმიტომ, რომ ამ კოალიციის მიზანი იყო შექმნილიყო ასეთი ნარატავი ჩემს მიმართ რაც დღეს შეიქმნა. მე მიმაჩნია რომ ადამიანის კვალიფიკაცია და კეთილსიდიერება უნდა შეიფასოს და შეამოწმოს პირმა, რომელსაც აქვს უფრო მეტი კვალიფიკაცია და ლეგიტიმაცია და პირი რომელსაც აქვს სამოქალაქო ისტორიაში ერთ-ერთი არაკეთილსინდიერი საქციელი ჩადენილი, ვთვლი რომ არ აქვს უფლება კითხვა დამისვას“, - ამბობს თადუმაძე. 

მანამდე, კომიტეტის სხდომაზე თადუმაძემ მშვენიერაძეს მიმართა და არაკეთილსინდისიერ საქციელად მოიხსენია გიორგი გახარიას ტელეფონის ნომრის მიცემა, რომელიც მშვენიერაძემ აქციების დროს გამოაცხადა.

„ბატონო გიორგი, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პირის პირადი მობილური ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ და საზოგადოებას მოუწოდეთ, მისთვის ნეგატიური მესიჯები მიეწერათ. სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს“, - უთხრა თადუმაძემ მშვენიერაძეს.

თადუმაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კურსელების სახელები არ დაასახელა იმიტომ, რომ მათთან წინასწარ ეს არ ჰქონდა შეთანხმებული. რაც შეეხება დიპლომს, ის ამბობს რომ უკვე განმარტა სად სწავლობდა და როგორ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შალვა თადუმაძის უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი ყალბია და დღეს მთელი დღის განმავლობაში კომიტეტში ამ საკითხის გარკვევას ცდილობდნენ.