ევროკავშირი თურქეთს სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

20:14 10-09-2019
11

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი თურქეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაწყებული სამხედრო ოპერაცია.

„მოვუწოდებ თურქეთს, ასევე სხვა მონაწილეებს, იმოქმედონ თავშეკავებულად და შეწყვიტოს ოპერაცია. შეჭრა იქ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას დაამძიმებს, მათი მდგომარეობის აღწერა კი, უკვე სიტყვებით შეუძლებელია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა.

იუნკერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ თურქეთს განზრახული აქვს ე.წ უსაფრთხოების ზონის შექმნა, ევროკავშირი ამას არ დააფინანსებს.

დღეს თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო.