ახალციხეში ტოტალიზატორი და სათამაშოების მაღაზია დააჯარიმეს

19:52 10-09-2019

ქალაქ ახალციხეში, 500-500 ლარით ერთ-ერთი ტოტალიზატორი და სათამაშოების მაღაზია დააჯარიმეს. კაზინოში ნიშანი „მოწევა აკრძალულია“ თვალსაჩინო ადგილზე არ იყო განთავსებული, სათამაშოების მაღაზიაში კი გამყიდველი თამბაქოს ეწეოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს საქართველოს მასშტაბით 100 ე.წ. „მისტიური“ ჰყავს, რომლებიც დაწესებულებებში შედიან და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პოლიციას აცნობებენ. სამართალდამცველები ფიზიკურ პირს 100, იურიდიულს კი 500 ლარით აჯარიმებენ.

კანონის მიხედვით, თამბაქოს მოწევა ყველა დაწესებულებაში იკრძალება. ასევე, მეწარმეს თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული უნდა ჰქონდეს ნიშანი „მოწევა აკრძალულია“.

ავტორი: რუსკა გვარამაძე