ყველაზე მეტად ლავაში მიყვარს - კიმ კარდაშიანის აღიარება

19:35 10-09-2019

ამერიკელმა ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა თქვა, რომ სომხური ლავაში ყველთან ერთად საუკეთესო კერძია. 

38 წლის კარდაშიანმა აღიარა, რომ ყოველ დღე ჭამს ლავაშს. მისი თქმით, კარდაშიანების ოჯახი ერევანში გადაღებებს გეგმავს და ყველა მსურველს ეპატიჟება. 

ტელევარსკლავი ერევანში ტექნოლოგიების ფორუმზე იმყოფება და მასთან ერთად შვილებიც არიან, რომლებიც კიმმა ეჩმიაძინის ტაძარში მონათლა.