სუბიექტი, რომელიც „იმედის“ დარბევის მთავარი ფიგურანტი იყო, დღეს მხრებზე მოსხმული ცხვრის მედია-ქურქით საუბრობს - გურამ ნიკოლაშვილი ნიკა გვარამიაზე

19:29 10-09-2019

„7 წლის განმავლობაში ნიკა გვარამიას მძევლად ჰყავდა აყვანილი აწ უკვე დამტკიცებულად, ძალადობითა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიტაცებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“. სუბიექტი, რომელიც იყო მთავარი ფიგურანტი ტელეკომპანია იმედის დარბევის, დახურვის და გასხვისების საქმეში, დღეს მხრებზე მოსხმული ცხვრის მედია-ქურქით საუბრობს მედია გარემოსა და თავისუფლების ხარისხზე. გავიხსენოთ მისი სიტყვები, რის გამო დახურა მან ტელეკომპანია იმედი, მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ არ მოეწონათ რეპორტაჟის სიტყვები და რას საუბრობს დღეს“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მთელი რეჟიმი და მისი აქტიური ფიგურანტი გვარამია პოლიტიკურად გასამართლდა 2012 წლის 1 ოქტომბერს. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ მოექცნენ ისე, როგორც იმსახურებდნენ 2003 წლის რევოლუციის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად და უფლება მიეცათ ესარგებლათ ახალი დემოკრატიული და თავისუფალი რეალობით, მათ ურცხვად გააგრძელეს ხელთ არსებული პოლიტიკური და მედია-ინსტრუმენტების ძალადობრივი გამოყენება. ეს გაგრძელდა მანამდე, სანამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კატეგორიულად და ცალსახად არ ამხილა მთელი ნაციონალური რეჟიმი და პირადად ნიკა გვარამიაც მათ ტყუილსა და სიცრუეში.

„დღეს ეუთოს ეგიდით გაიმართა სამხრეთ კავკასიის მედიის კონფერენცია, რომლის სახელიც იყო ცვლად გარემოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების გაძლიერება. კონფერენცია გახსნა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც ჩვენი პირველი სტუმარი იქნება მედია გარემოს თემაზე. თავის გამოსვლაში თამარ ჩუგოშვილმა მკაფიოდ აღნიშნა ის წარსული ვითარება, თუ რა მდგომარეობაში იყო მედია წლების წინ და რა მემკვიდრეობა გვაქვს დღეს. კონფერენციის პირველი პანელი დაეთმო დისკუსიას ფეიკ-ნიუსის გავრცელების შესახებ, სადაც გამოცხადდა ბატონი ნიკა გვარამია, ტელევიზია „მთავარის“ დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც ბრალდებულია პროკურატურის მიერ წინასწარი ჯგუფური შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 7 წლის განმავლობაში აღნიშნულ სუბიექტს მძევლად ჰყავდა აყვანილი აწ უკვე დამტკიცებულად, ძალადობითა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიტაცებული ტელეკომპანია რუსთავი 2. სუბიექტი, რომელიც იყო მთავარი ფიგურანტი ტელეკომპანია იმედის დარბევის, დახურვის და გასხვისების საქმეში, დღეს მხრებზე მოსხმული ცხვრის მედიაქურქით საუბრობს მედია გარემოსა და თავისუფლების ხარისხზე. გავიხსენოთ მისი სიტყვები, რის გამო დახურა მან ტელეკომპანია იმედი, მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ არ მოეწონათ რეპორტაჟის სიტყვები და რას საუბრობს დღეს. ნაციონალური მოძრაობის მთელი რეჟიმი და მისი აქტიური ფიგურანტი გვარამია პოლიტიკურად გასამართლდა 2012 წლის 1 ოქტომბერს. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ მოექცნენ როგორც იმსახურებდნენ 2003 წლის რევოლუციის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, არამედ უფლება მიეცათ ესარგებლათ ახალი დემოკრატიული და თავისუფალი რეალობით, მათ ურცხვად გააგრძელეს ხელთ არსებული პოლიტიკური და მედია-ინსტრუმენტების ძალადობრივი გამოყენება. ეს გაგრძელდა მანამდე, სანამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კატეგორიულად და ცალსახად არ ამხილა მთელი ნაციონალური რეჟიმი და პირადად ნიკა გვარამიაც მათ ტყუილსა და სიცრუეში. სტრასბურგის ვერდიქტი არის საბოლოო განაჩენი, რითაც დადასტურდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ლახავდა და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის იმ ყველა ფუნდამენტურ უფლებას, რასაც ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია. ეს არის ვერდიქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მთავარი ანტი დასავლური ძალა ამ ქვეყანაში იყო და არის ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

ნიკოლაშვილი ბედის ირონიად მიიჩნევს იმას, რომ ნიკა გვარამია სწორედ დასავლური ღირებულებების დამცველის სტატუსით ამოტვიფრული დროშით გამოცხადდა ეუთოს მედია-კონფერენციის პანელზე, რომელიც „ფეიკ-ნიუსს“ ეხებოდა, გამოცხადდა მორიგი ფეიკ-ნიუსის მოსამზადებლად, რათა გაეშუქებინა არა კონფერენცია, არამედ საკუთარი წამებული პერსონა, თუ როგორ უსმენს დასავლეთი მის ჩივილს.

„ბედის ირონიით, სწორედ დასავლური ღირებულებების დამცველის სტატუსით ამოტვიფრული დროშით გამოცხადდა ნიკა გვარამია ეუთოს მედია-კონფერენციის პანელზე, რომელიც ფეიკ-ნიუსს ეხებოდა. გამოცხადდა მორიგი ფეიკ-ნიუსის მოსამზადებლად, რათა გაეშუქებინა არა კონფერენცია, არამედ საკუთარი წამებული პერსონა, თუ როგორ უსმენს დასავლეთი მის ჩივილს. არადა არც დღის წესრიგის და არც გამომსვლელთა მოხსენებების შინაარსით არავითარ კავშირში არ იყო მისი მცდელობა, მოეთხრო საკუთარი თავგადასავალი, კონფერენციის თემატიკასთან. ჩემმა რეპლიკამ, დაესვა კითხვა და არ ეწარმოებინა მონოლოგი, მცირე შეკამათება გამოიწვია. ორი დღის წინ მორიგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 7 ნოემბრისა და ტელეიმედის საქმეზე მიმდინარეობს, 2011 წელს იმედის 15 პროცენტის მფლობელმა გიორგი მიქელაძემ აღიარა, თუ როგორ დაიბარეს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში და როგორ მიუთითეს გადაეფორმებინა ტელევიზიის წილი. ეს აღიარება კიდევ ერთი რგოლია გრძელ ჯაჭვში, რაც გვახსენებს წლების წინ მედიაგარემოში არსებულ ვითარებას. ნაცვლად იმისა, რომ მედიატერორის აქტიური ფიგურანტები როგორც მინიმუმ საზოგადოებრივი ასპარეზიდან თავჩახრილები გაუჩინარდნენ, ისინი ბედავენ და ხმას იღებენ სწორედ მედიის თავისუფლების თემაზე. ბევრ თქვენგანს ექნება ნანახი „კვენტინ ტარანტინოს“ საუცხოო ფილმი უსახელო ნაბიჭვრები, რომლის ფინალურ ეპიზოდშიც გათავისუფლებული ტყვეები პოლკოვნიკ ჰანს ლანდას მისი რეალური სახის სამუდამოდ ტარებაში დაეხმარებიან და შუბლზე სვასტიკას ამოაკაწრავენ. სწორედ ასე უნდა ატაროს ნიკა გვარამიამ 7 ნოემბრის დამღაც“, - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.