ქართველმა ლექტორმა სტუდენტებს ლექცია რომაული სამოსით ჩაუტარა

19:14 10-09-2019
69

GIPA-ს სტუდენტებს საქართველოს ისტორიის ლექციაზე სიურპრიზი დახვდათ – ლექტორი ნიკა ხოფერია, რომელიც მათ ამ საგანში ლექციებს უკითხავთ, რომაული საბრძოლო სამოსით იყო აღჭურვილი. თავად ნიკა ამბობს, რომ რომის ისტორია მისი ერთ-ერთი “სუსტი წერტილია” და მას ისტორიის ეს ნაწილი ყველაზე მეტად უყვარს. ამის შესახებ ინფორმაციას EDU.ARIS.GE ავრცელებს.

„დიდი ხანია მინდოდა მსგავსი ლექციის მოწყობა და იდეას ხორცი შევასხი ჩემი მეგობრის, გამორჩეული ნეოკლასიცისტი მხატვრისა და რომის ისტორიის დიდი მოყვარულის, ბრუნო ვეფხვაძის დახმარებით, რომელიც ყოველთვის ენთუზიაზმით ხვდება ასეთ ამბებს”,- აღნიშნა ნიკა ხოფერიამ.