ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

18:10 10-09-2019
1

დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, საკრებულოს თავჯდომარე იმედა მღებრიშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი სოფლების საირმეს, ჭელას, ჭეჭლასა და ზედუბანის მოსახლეობას შეხვდნენ და აქტუალურ საკითხებს გაეცნენ.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებებად შიდა გზების მოასფალტება და გაზიფიცირება დაასახელეს, ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. ადიგენის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება და მოსახლეობის მხრიდან დასახელებულ პრიორიტეტებზე რეაგირება ეტაპობრივად მოხდება.