რა დაპირება ვერ შეუსრულა ბექა გოჩიაშვილმა გია ყანჩელს?

17:51 10-09-2019
175

10 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე მდებარე მრავალფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკაში“ ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი გია ყანჩელს კონცერტს უძღვნის. 

 "ჩემო ბექა! მხოლოდ დღეს, 2017 წლის აგვისტოს, პირველად ვნახე შენი და ჩიკ კორიას გამოსვლა 2012 წლის ჯაზ ფესტივალზე. მე ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას ვღებულობდი შენი დაკვრისგან, დღეს კი აღფრთოვანებული დავრჩი! მადლიერებით, გია ყანჩელი," - ეს წერილი გია ყანჩელმა ბექა გოჩიაშვილს მიწერა.

ბექა გოჩიაშვილი: - ეს წერილი იყო განძი, მას თავიდანვე, გიას სიცოცხლეშივე მიეცა ფასი. 10 წლის რომ ვიყავი, ჯაზკლუბში ჩემ მოსასმენად იყო მოსული, არ ვიცოდი თუ იქ იყო. დაკვრა რომ დავასრულე, მის მაგიდასთან მივედი, შედგა ჯაზური დიალოგი და ერთმანეთს მაგრად გავუგეთ. 

2012 წელს ბრიუსელში „ჰერიო ბიჭებოს“ არანჟირება გავაკეთე, გადავწყვიტე კომპოზიციის რაკურსი შემეცვალა. მუსიკალურად რომ ავხსნა - შევატრიალე და მარჯვენა ხელით დავუკარი ჰარმონია და მარცხენათი - მელოდია.  მთხოვა, თუ არ შეწუხდები, მისი ვიდეო ჩემთვის ჩაწერეო. ვერ შევუსრულე. აუცილებლად დავუკრავ და ჩავწერ...

ბექა თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ დიდ მაესტროს კონცერტი მიუძღვნას.

„ამ კონცერტით მას ვაცილებ, თავს მოვალედ ვთვლი. ყველა ქართველი მუსიკოსის ვალია მუსიკალური ემოციით ფიზიკურად გავაცილოთ, თორემ გია მუდამ იარსებებს“ – „რუსთავი 2“-თვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს გოჩიაშვილი.

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიო დონის კომპოზიტორი 5 ოქტომბერს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

 

ავტორი: თამარ გონგაძე