„ვინც იპოვის, უახლოეს „Gucci“- ის მაღაზიაში მიიტანოს ...” - ჯარედ ლეტომ „თავი“ დაკარგა

17:48 10-09-2019
125

„ვიღაცამ მოიპარა”: ჯარედ ლეტომ, საკუთარი თავის ასლი დაკარგა, რომელთან ერთად ცნობილი ვარსკვლავი,  „Met Gala“- ზე გამოჩნდა.

ახლახან, ინტერვიუში ჯარედ ლეტომ განაცხადა, რომ მან დაკარგა საკუთარი თავის ასლი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მაისის დასაწყისში, მოდის მეჯლისი „Met Gala“ გაიმართა.

„Thirty Seconds to Mars“-ში გამოწყობილი წამყვანი მომღერლისთვის, სამოსი, ცერემონიის ისტორიის, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კოსტუმად იქცა. მუსიკოსი წითელ ხალიჩაზე, ხელში საკუთარი თავის მსგავსი, გაკეთებული თავი ეჭირა.

„თუ ვინმე იპოვის მას, მიიტანეთ უახლოეს „Gucci“- ის მაღაზიაში, ბინძური ფეხსაცმლის სანაცვლოდ“ - განაცხადა ჯარედმა ხუმრობით ინტერვიუში. მისი თქმით, ვიღაცამ თავი მოიპარა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის დაიკარგა.

„Gucci“-გან ცნობილ მომღერალს არა მხოლოდ ცნობილი თავი, არამედ მთელი სამოსი ჰქონდა. ჯარედ ლეტო არის, მოდის სახლის კრეატიული დირექტორის ალესანდრო მიკელეს ახლო მეგობარი და მასთან მრავალი წელია მუშაობს. ამავე დროს, მუსიკოსი, სუნამოს - „Gucci Guilty“-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა.

ავტორი: რუსა ღვანიძე