არმინე არუთიანი - ყველაფერი რაც სომეხი მოდელის შესახებ ვიცით, რომელმაც „Gucci“ დაიპყრო

16:41 10-09-2019
267

სომეხი გოგონა არმინე არუთინიანი, რომელმაც მილანის მოდის კვირეული, საკუთარი ბუნებრივი სილამაზით დაიპყრო, 23 წლისაა. როგორც წესი, მოდელები, თავიანთ კარიერას გაცილებით ადრე იწყებენ, მაგრამ სამოდელო ბიზნესის შეცვლის წყალობით, ასაკმა, განმსაზღვრელი ფაქტორი შეცვალა, მოდელის კარიერისთვის.

ის მხატვარია

არმინე, შემოქმედებით ოჯახში გაიზარდა. მისი ბაბუა აზიზიან ხაჩატური - სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარია. მისი ოჯახის ყველა წევრი, ან ხატავს, ან ეხმარება გამოფენების ორგანიზებაში. გოგონამ, გადაწყვიტა ასევე, მხატვარი გამხდარიყო - უნივერსიტეტში, კოსტუმების დიზაინს სწავლობდა.

„Gucci“- ის აგენტმა, ქუჩაში დაინახა

ბერლინში მოგზაურობის დროს, გოგონა ქუჩაში „Gucci“ - ის აგენტს შემთხვევით შეხვდა. მისმა ბუნებრივმა სილამაზემ ისე მოხიბლა, რომ მაშინვე მიუახლოვდა მას და შესთავაზა, მონაწილეობა მიეღო შოუში. რა თქმა უნდა, არმინემ, არ თქვა უარი, ასეთ შეთავაზებაზე!

width=600

ინტერვიუში, გოგონა აცხადებს, რომ მისი ბუნებრიობა, იყო მნიშვნელოვანი ბრენდის წარმომადგენლებისთვის.

”კასტინგზე, ჩვეულებრივ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიდიან, მაგრამ გაგვაფრთხილეს, რომ დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელით მივსულიყავით, რომ ჩვეულებრივი სვლით გაგვევლო, რაც ცხოვრებაში, უფრო ბუნებრივად გამოიყურება”, - ამბობს არმინე.

ეს იყო მისი პირველი პროფესიონალური შოუ!

width=600

2019 წლამდე არუთინიანი, მხოლოდ სომხური ბრენდების გადაღებებში მონაწილეობდა. მას არასოდეს ჰყოლია აგენტი და არც პოდიუმზე გამოსულა.

ამ ეტაპზე გოგონას, მოდის ინდუსტრიაში, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სასწრაფოდ მოიძებნა მისთვის აგენტი!

ავტორი: რუსა ღვანიძე