რა ეცვათ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს - 18 ადამიანის ისტორია (ფოტოები)

16:30 10-09-2019
167

მაისური, ჯინსი, კაბა, ზაფხულის სარაფანი... - კანზასის უნივერსიტეტში იმ ტანსაცმელების გამოფენა მოეწყო, რომლებიც მსხვერპლებს გაუპატიურების დროს ეცვათ. ასე გაერთიანდა 18 ადამიანის ისტორია, ერთი სახელწოდების ქვეშ - „რა გეცვათ, როცა ეს მოხდა?... ეს კი, საკმაოდ გავრცელებული, სტერეოტიპული კითხვაა, რომელიც, ალბათ, ყველას მოუსმენია, ვისაც საკუთარი მძიმე სექსუალური ძალადობის გამოცდილება სხვა, მეორე ადამიანისთვის ან თუნდაც, გამომძიებლისთვის გაუზიარებია. თითქოს ამით, ისინი ნაწილობრივ ცდილობენ ძალადობის გამართლებას. 

აღნიშნული გამოფენა ორგანიზატორებმა სპეციალურად უნივერსიტეტში სწავლის დღეს დაამთხვიეს, რადგან მათი განმარტებით, ყველაზე ხშირად სექსუალური ძალადობა, სწორედ, სწავლის დაწყების პირველ თვეში ხდება. 

„ზაფხულის სარაფანი. თვეების შემდეგ დედაჩემი ჩემი ტანსაცმლის კარადასთან იდგა და წუწუნებდა, რატომ აღარ ვიცვამდი მე ჩემს კაბებს. მე 6 წლის ვიყავი“...

„საყვარელი მინი კაბა. იმ წამიდანვე შემიყვარდა, როგორც კი დავინახე. თან, ძალიან მაგარი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მქონდა. უბრალოდ, იმ ღამით დებთან ერთად მინდოდა კარგი დრო გამეტარებინა“... 

საგამოფენო სივრცეში ყველა ტანსაცმელი ერთ მძიმე ისტორიას, მოძალადის შესახებ ჰყვებოდა...

 

ავტორი: თათია ცუკოშვიილი