დეპუტატებს გენპროკურორის მოსმენა მობეზრდათ და დარბაზი დაცარიელდა

16:22 10-09-2019
28

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

სხდომა დილის 10:00 საათზე დაიწყო და დარბაზში ადგილები სრულად იყო შევსებული, თუმცა, როგორც ჩანს, რამდენიმე საათში დეპუტატებს გენპროკურორის მოსმენა მობეზრდათ, დარბაზი თითქმის სრულად დაცარიელდა და შესვენების გამოცხადებამდე საკომიტეტო მოსმენას სულ რაღაც 3-4 დეპუტატი შემორჩა.

კანონმდებლების უმრავლესობამ სხდომა მათ მიერ კითხვების დასმისთანავე დატოვეს.