ვინ არიან ეკა ბესელიას ცნობილი კურსელები

15:53 10-09-2019

გენერალური პროკურორის განათლებასა და მის კურსელებთან დაკავშირებული აჟიოტაჟიდან გამომდინარე, ჟურნალისტები დეპუტატების კურსელების ვინაობითაც დაინტერესდნენ.

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ მას საკმაოდ წარმატებული კურსელები ჰყავდა, მათი ნაწილი მოქმედი მოსამართლეა.

ბესელიას თქმით, მისი კურსელები იყვნენ: ნონა წოწორია (ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე);

დავით ტყეშელაშვილი (ყოფილი მინისტრი და დეპუტატი);

შორენა ჯანხოთელი (მოსამართლე);

დიანა ბერეკაშვილი (მოსამართლე) და სხვ.

დღეს პარლამენტში, უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს გიგა ბოკერიამ მიმართა და სთხოვა დაესახელებინა სამი კურსელი

პასუხად თადუმაძემ უთხრა, რომ შეუძლია ათი დაასახელოს, მაგრამ მათგან ნებართვა არ აუღია.

ამასთან, „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ვინ იყვნენ თადუმაძის ლექტორები.

ლექტორებს შორის მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები არიან.