შეიარაღებული თავდასხმა გერმანიაში - არის მსხვერპლი

15:36 10-09-2019
129

ცოტა ხნის წინ, გერმანიის ქალაქ ჰალეში, სინაგოგასთან თავდასხმა მოხდა. ეჭვმიტანილმა ცეცხლი ტყვიამფრქვევიდან გახსნა.

ადგილობრივი პოლიციის წინასწარი მონაცემებით,  მოკლულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელყუმბარა ისროლეს ებრაულ სასაფლაოზეც. 

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.

სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. 

თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. 

ავტორი: მარიამ გიგანი