„ტორპედოს“ ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს

15:25 10-09-2019
36

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტოპრედოსფებურთელები თამაშზე უარს ამბობენ. ისინი „ტორპედოს“ საფეხბურთო მოედანზე თამაშის განახლებას მანამ არ აპირებენ ვიდრე ინვესტორი არ გამოჩნდება.

„3–4 თვეა ხელფასი არ აუღიათ ბიჭებს, ამის მიუხედავად ვთამაშობდით და გვინდოდა ბოლომდე გადაგვერჩინა კლუბი, მაგრამ გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა, კვებაზეც კი პრობლემაა.

ფეხბურთელების ნაწილი ჩამოსულია და აქ, ბაზაზე ცხოვრობდნენ, ელემენტარული კვება ხომ უნდათ ბიჭებს? ამის საშუალებაც აღარ არის. ერთი თვის დავალიანება გასწორდა, მაგრამ ამას არაფერი არ შეუცვლია”, – ამბობს საფეხბურთო კლუბის გუნდის კაპიტანი, როინ კვასხვაძე.

„ტორპედოში“ რამდენიმე თვეა ფინანსური კრიზისია. სახელფასო დავალიანების გამო, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქუთაისური კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. კლუბის გულშემატკივრები, ფინანსების მოსაძიებლად, ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდთან შუამდგომლობის ვალდებულებას ქუთაისის მერს აკისრებენ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბში არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება რომ მოეხდინა, მდგომარეობა ასე არ გამწვავდებოდა. ქუთაისის მერიამ 2017 წელს ზაალ ჩაჩავას კლუბი 300 000 ლარად მიყიდა. თუმცა, ფინანსური პრობლემები მალევე შეიქმნა. მიმდინარე წელს კი, ჩაჩავამ კლუბზე საბოლოოდ თქვა უარი.