ჰელენ მირენი „ეკატერინე მეორის“ როლზე - „ის კაცივით იქცეოდა"

14:54 10-09-2019
129

ახალი ისტორიული მინი-სერიალი „ეკატერინე დიდი“, რომელიც „HBO“- ს და „Sky Atlantic“- ის შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაიღო, რამდენიმე დღის წინ, რუსულ ეკრანებზე გამოვიდა. სერიალმა კრიტიკოსებისგან, უამრავი დადებითი და თუ ენთუზიური მიმოხილვა, ელენ მირენის ბრწყინვალე თამაშის წყალობით დაიმსახურა.

width=600

ჰელენ მირენმა, ერთხელ უკვე გამოსახა, ორი ინგლისელი დედოფლის როლი ეკრანზე - ელისაბედ პირველი და ელისაბედ მეორე.

ამასთან, რუსეთის იმპერატორის როლი მსახიობთან ახლოს მისი რუსული ფესვების გამო იყო: მისი ბაბუა, პეტრე ვასილიევიჩ მირონოვი, რუსეთის იმპერიული არმიის პოლკოვნიკი იყო, შემდეგ კი - ემიგრანტი, რომელიც ლონდონში დასახლდა.

ჰელენ მირენმა, ინტერვიუ მისცა „BBC„-ს რადიოგადაცემაში- „World Arts Bour“ (ხელოვნების საათი). გადაცემის წამყვანი ნიკი ბეიდი, ჰელენ მირენს ესუბრა:

ჰელენ მირენი: - მე, რადიკალური სცენარების მომხრე ვარ!

width=600

BBC: ამ სერიის ერთ-ერთი მიზანი არის რუსეთის დედოფალზე, ძველი სტერეოტიპების დაშლა. როგორი იყო, როცა იმყოფებოდით იმ ადგილას, სადაც ეკატერინე დიდი ცხოვრობდა?

ჰელენ მირენი: მე უბრალოდ, ვერ აღვწერ იმ შეგრძნებას, რაც დამეუფლა, როდესაც ეკატერინეს სასახლეში მოვხვდი, სადაც არცერთი ტურისტი არ იყო და სრულიად მარტო ვიყავი. ვიყურებოდი იმ ფანჯარიდან, საიდანაც მას შეეძლო გახედვა, რადგან გადაიშალა მშვენიერი ხედი, რომელიც უკვე არსებობდა თავის დროზე. ეს სრულიად საოცრება იყო!

BBC: თქვენი აზრით, პირველ რიგში, რას ეხება ეს სერია - პოტიომკინსა და ეკატერინეს შორის სიყვარულს?

ჰელენ მირენი: დიახ, სერიალი ბევრ რამეს მოგვითხრობს იმ პერიოდზე, როცა  მას დიდება მიანიჭეს, ეს იმპერიის, მისი აქტიური მშენებლობის დროა, რაც მან პოტიომკინთან ერთად გააკეთა. დიახ, ეს ძირითადად ეხება მათ ურთიერთობებს, რომლებიც უკიდურესად ქარიშხლიანი, მგზნებარე იყო. იგი გიჟდებოდა მასზე!

width=600

მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს ასევე იყო პოლიტიკური გაერთიანება იმ გაგებით, რომ იგი იყენებდა პოტიომკინს, მის სიმამაცეს, პიროვნებას, ენთუზიაზმს, საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად.

როგორც შემდგომ ეპიზოდებში ვხედავთ, იგი აცნობიერებს, რომ მან ძალიან დიდი ძალაუფლება მიიღო და ეს არის ის, რასაც ეკატერინე არასოდეს დაუშვებდა. მის ცხოვრებაში, მან არცერთ მამაკაცს, არასდროს არ მისცა უფლება მისი ძალაუფლება და პოზიცია დაერღვია.

width=600

BBC: და რაც შეეხება ამ ცილისწამებას - ჩემი აზრით, ეს ის სიტყვაა, რომელიც მასზე გავრცელებული ჭორებზე საუბრის დროს გამოიყენე, რომ მას ჰქონდა სექსი ცხენთან?

ჰელენ მირენი: დიახ, ეს უკვე დაიწია ისტორიაში. მაგრამ მე შოკში ვიყავი, რადგან ფემინისტები - და ჩემი მეგობრების უმეტესობა ფემინისტები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ არიან ჩემი მეგობრები - პირველი შეკითხვა, რაც მათ დამისვეს: ცხენთან, შენ რას იზამდი?

მე ვუთხარი: მსგავსი არაფერი ყოფილა, სირცხვილი თქვენ! იმის გამო, რომ თქვენ იმეორებთ იმ ცილისმწამებლობას, რომელიც გავრცელდა ეკატერინეს შესახებ, ჩემი აზრით, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში, განსაკუთრებული წარმატებული პოლიტიკური ფიგურა იყო და უკიდურესად რთულ სამყაროში მოახერხა გადარჩენა.

ისტორია ამის საშუალებას არ აძლევს ქალებს. და მიუხედავად იმისა, რომ იგი რუსეთში ცნობილია, როგორც „ეკატერინე დიდი“ - რადგან მან ააგო იმპერია, როგორც ალექსანდრე დიდმა და, ისევე როგორც პეტრე დიდმა - ეს საშინელი ცილისწამება, გამოიგონეს მასზე.

ის, რა თქმა უნდა, იქცეოდა, როგორც ვიტყოდით, კაცივით!. მე, ჩემებურად ესე განვსაზღვრე.

თქვენ იცით, რომ ამდენი წლის განმავლობაში, ამ საკითხში სრულიად წარმოუდგენელი, ორმაგი სტანდარტები არსებობს. სინამდვილეში, ის იყო სერიული ერთ ადამიანზე შეყვარებული ქალი. დიახ, ჩემი აზრით, მას შვიდი საყვარელი ჰყავდა.

BBC: საუკეთესო მსახიობისთვის რომ ყოფილიყო მსახიობის პრიზი, ნამდვილად გამოგადგებოდათ, ეკლესის სცენა, სადაც გამომწვევი მკერდი გაქვთ... ეს სცენა უბრალოდ გასაოცარია!.

ჰელენ მირენი: მე არ ვარ თავშეკავებული მაყურებელი, მაგრამ სრულიად დაუსაბამო. მე ნამდვილად მომწონს, რომ ერთდროულად შეგიძლიათ უყუროთ ხუთ, ან ექვს სერიას. რამდენიმე დღის წინ, ხუთ თუ ექვს ეპიზოდს ვუყურე. სერიალი, უბრალოდ ბრწყინვალეა!.

ვინ იცოდა, რომ ხალხს, სწორედ ამ გზით სურდა გართობის ყურება? ეს ერთგვარი პრობლემაა და, გარკვეულწილად, მრცხვენია, რადგან ძალიან ბევრს ვუყურებ.

მაგრამ ვიცი, რამდენი სამუშაოა ჩადებული ამ ყველაფერში, რადგან მე თვითონ ვმუშაობ ამ ინდუსტრიაში. ადამიანების ნამუშევრები, რომლებიც კოსტუმებს, პეიზაჟებს ქმნიან, ილუმინატორების მუშაობა. ამდენი შრომა იხარჯება ტელედრამების შექმნაში, მრავალი ადამიანის ნამდვილი შრომა!

ავტორი: რუსა ღვანიძე