80 მილიონით და ფეიკნიუსებით გვიტევენ - მამუკა მდინარაძე „მთავარ არხის“ შესახებ

14:49 10-09-2019

ახლა იბერიის შენობაში არიან განთავსებულნი 80 მილიონით, ხალხის ფულით გვიტევენ და რაღაც ფეიკნიუსებით - ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, „იბერიას მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 50 მილიონი ვალი დააგროვა, ნიკა გვარამიამ კი 30 მილიონამდე „რუსთავი 2“-ში გენდირექტორობის დროს.

„დღეს რომან გოცირიძე გამოდის და ამბობს, თითქოს „რუსთავი 2“ გახსნილი იყო ჯიხურში, ის ნიკა გვარამიამ გააძლიერა და არხი წაართვესო... ახლა ეს ხალხი განთავსდა „იბერიას“ შენობაში და ხალხის ფულით, ამ 80 მილიონით გვიტევენ ფეიკნიუსებით“, - აღნიშნა მდინარაძემ.