1710843355
1710843355
VIDEO: „ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის...“ - როგორ ეხმაურება უცხოური მედია თოფურიას თბილისში ჩამოსვლასUFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის, ილია თოფურიას თბილისში ჩამოსვლას "მარკა" გამოეხმაურა.გამოცემა წერს, რომ ორი ქვეყნის - საქართველოსა და ესპანეთის, სპორტსმენს თბილისის აეროპორტში ხუთი ათასმა გულშემტკივარმა ზღაპრული დახვედრა მოუწყო, ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის:"არავითარ ეჭვს არ იწვევდა, რომ "თოფურომანია" ჩასვლისთანავე დაიწყებოდა. ის სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნდა, რათა ვოლკანოვსკისთან ნოკაუტით გამარჯვება თბილისში იზეიმოს.ხუთი ათასი ადამიანი ჩემპიონს აეროპორტში აპლოდისმენტებითა და სკანდირებით შეეგება. ის პირადად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიწვია, მთავარი მოვლენა კი ხუთშაბათს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების პლეი-ოფის ნახევარფინალის დაწყებამდე ჩემპიონის ქამრის წარდგენა იქნება". გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოფურიამ კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის მზადყოფნა გამოთქვა: "ეს წიგნი MMA-ს მთელი ისტორიის თავს წარმოადგენს. მჯერა, ამ თავის დახურვის და ახლის გახსნის დრო მოვიდა. მჯერა, მისი დამარცხება ძველი თავის დახურვის და ახლის დასაწყისი გახდება".თოფურია მაკგრეგორს MMA-ს ისტორიაში იდეალურ პერსონაჟს უწოდებს და UFC-ის ხელმძღვანელებთან ესპანეთში ტურნირის ჩატარებას მალე განიხილავს: "ეს ადვილი მისაღწევი არაა, მაგრამ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. იქნება თუ არა მაკგრეგორი ჩემი მეტოქე? არ ვიცი. თუმცა, არ გამიკვირდება, თუ ეს ასე მოხდება".
1709008839
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
პოლიტიკა • 1710850999
თუ აშშ საქართველოს რაიმე თანხას ჩუქნის, აღარ უნდა ახსენებდეს აღნიშნულ საჩუქარს მაშინ, როდესაც საპასუხოდ რაიმე დასჭირდებათ, ხოლო თუ აღნიშნული თანხები არ არის საჩუქარი, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რის სანაცვლოდ მოგვცეს ჩვენ ესა თუ ის თანხები - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.ექსპერტი იხსენებს „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც ისინი შეერთებული შტატების საელჩოს მეტი გამჭვირვალობისა და დაფინანსებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.„მგონი ყველას კარგად გვახსოვს ,,ხალხის ძალის" ეს განცხადება. გამოდით და ვის შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ ამ ყველაფერს? აშშ, მართლაც რომ გვეხმარება წლებია, მაგრამ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. თუ აშშ საქართველოს რაიმე თანხას ჩუქნის, მაშინ აღარ უნდა ახსენებდეს აღნიშნულ საჩუქარს მაშინ, როდესაც საპასუხოდ რაიმე დასჭირდებათ (ბოლო - ბოლო საჩუქარია და მორჩა), ხოლო თუ აღნიშნული თანხები არ არის საჩუქარი, მაშინ უნდა ვიცოდეთ თუ რის სანაცვლოდ მოგვცეს ჩვენ ესქ თუ ის თანხები? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქართველებს პატივისცემის დანახვა შეგვიძლია, მაგრამ თუ ნებისმიერი დახმარება თუნდაც ერთი ქართველის სიცოცხლეს სანაცვლოდ უნდა მოხდეს - მაშინ ჩვენ ,,პასს". (ვგულისხმობ ომში ჩართვას). თუ ასე გადაჭრით შევეცდებით აღნიშნული საკითხის დალაგებას, მაშინ ყველაზე დიდი დახმარება რაც კი ოდესმე საქართველოს მიუღია ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა და ამ დროს რა ხდება? …მოკლედ, ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვისაც სურს დაეხმაროს ჩემს ქვეყანას, მაგრამ - არამც და არამც, ქართველის სისხლის ფასად / წერტილი... პს: ხალხის ძალის განცხადებაში, ყველა სიტყვას ვეთანხმები - და კარგი იქნება თუ შევეჩვევით, არ დაჩოქებას და ყველაფერზე თავისი სახელის დარქმევას..“ - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.
სპორტი • 1710850920
Technosports-მა კვარაცხელია მსოფლიოს ათ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა
გამოცემა Technosports-მა ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ათ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა.„ფეხბურთი მუდმივად ვითარდება და ყოველ ახალ თაობასთან ერთად ახალგაზრდა ნიჭის ახალი ტალღა მოდის, რომელიც გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში ხიბლავს. ამომავალი ვარსკვლავებით არც ახლანდელი თაობაა გამონაკლისი, რომელიც აჩვენებს განსაკუთრებულ უნარს, სიმწიფესა და პოტენციალს. ამ სტატიაში ჩვენ ვსაუბრობთ ათ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელზე, რომელიც მსოფლიო მოედნებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, – წერს გამოცემა.ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, Technosports-მა ტოპ ათ ახალგაზრდა ფეხბურთელში დაასახელდა ჯუდ ბელინგემი, პედრი გონსალესი, ბუკაიო საკა, პაბლო გავი, უილიამ სალიბა, ჯამალ მუსიალა, ედუარდო კამავინგა, იუსუფ მუკოკო და ალეხანდრო გარნაჩო.„საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე გარემარბი ყურადღებას წარმოუდგენელი სისწრაფით, შესანიშნავი დრიბლინგით და საგოლე მომენტების შექმნის უნარით იპყრობს“, – ასე ასაბუთებს Technosports საუკეთესო ათეულში ქართველის დასახელებას.
საზოგადოება • 1710850318
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.მერია წერს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის შესახებ, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა:„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერია, მწუხარებას გამოთქვამენ სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგის, მაია საკანელაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ნათესავებს, თანამშრომლებს და მეგობრებს.მაია საკანელაშვილი იყო ღირსეული მოქალაქე, პედაგოგი და ყველასთვის საყვარელი პიროვნება. მისი გარდაცვალება უდაოდ დიდი დანაკლისია არამხოლოდ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივისთვის და ახლობლებისთვის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტისთვის“, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში
საზოგადოება • 1710849800
საოპერო მომღერალი, ლამარა ჭყონია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საოპერო მომღერლის, ლამარა ჭყონიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს თეა წულუკიანი, ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები ესწრებოდნენ.ცნობილი სოლისტი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. ის მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.ფალიაშვილის დაისი, აბესალომ და ეთერი, ჩაიკოვსკის იოლანტა - ლამარა ჭყონიას არა ერთი ცნობილი პარტია აქვს შესრულებული. ლამარა ჭყონია 1956-1960 წლებში, ხოლო შემდეგ 1968 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. 1960-1968 წლებში იყო კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 60 წლიანი კარიერის განმავლობაში მას არაერთი ჯილდო და წოდება აქვს მინიჭებული.ცნობილი საოპერო მომღერალი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსოფლიო • 1710849149
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.განცხადება მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაილ პოპსოიმ გააკეთა.„მოლდოვურმა მხარემ გააპროტესტა რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის რეგიონში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. დიპლომატი გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად“, – წერს პოპსოი.სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ელჩს ნოტა უკვე გადაეცა, რომლითაც საელჩოს თანამშრომელი მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოცხადდა, შესაბამისად, მან ქვეყანა უნდა დატოვოს.