ვიდეოები

1710755486

VIDEO: რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილს

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან. 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ილია მეორე

საზოგადოება 1710842304

„წავიდა ჩვენგან გამორჩეული საოპერო მომღერალი და შესანიშნავი პიროვნება“ - პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საოპერო მომღერლის, ლამარა ჭყონიას გარდაცვალებას ეხმიანება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:„წავიდა ჩვენგან გამორჩეული საოპერო მომღერალი და შესანიშნავი პიროვნება ქალბატონი ლამარა ჭყონია. მან წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი კულტურის ისტორიაში; ამიტომ მისი სახელი მუდამ პატივით იქნება მოხსენებული.აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნი ლამარას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მოგმადლოთ მშვიდობა და ქ-ნ ლამარასთვის ლოცვის ძალა.ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ქუთაისის მერი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა

რეგიონი 1710841585

ქუთაისის მერი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა

ქუთაისის მერი იოსებ  ხახალეიშვილი  მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა. გასულ წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსში - ,,სამუსიკო სასწავლებლებისთვის ინსტრუმენტების შეძენა" - გამარჯვების შედეგად,  ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისათვის  ახალი როიალი Ritmuler  და ელექტრო პიანინო Pearl River შეიძინა.ქალაქის მერმა  სასწავლებლის სტუდენტებსა და პედაგოგებს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი შენაძენი დაწარმატებული  ახალგაზრდა პიანისტების გიორგი არაბიძისა და  ბექა ბაბუნაშვილის მიერ შესრულებულ რამდენიმე მუსიკალურ ნაწარმოებს მოუსმინა. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლის ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განახლებული სასწავლებელი მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1710841511

ამერიკული დაფინანსება ჩვენთან დემოკრატიის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ მის რყევას და საკუთარი ინტერესების გატარებას. თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროოს საელჩომ ვის და რა მიზნით აფინანსებენ - ნინო ფოჩხუა

ამერიკული დაფინანსება ჩვენთან დემოკრატიის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ მის რყევას და საკუთარი ინტერესების გატარებას. თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროოს საელჩომ ვის და რა მიზნით აფინანსებენ, გახადონ გამჭვირვალე ყველა ფინანსური ტრანში, რათა ქართველმა ხალხმა დაინახოს სტრატეგიული პარტნიორის მიზნები საქართველოში, მაგრამ ეს არ მოხდება, აშშ საელჩო ამას არ იზამს, ეს კი გაამყარებს იმ ეჭვს, რაც სიმართლეს შეესაბამება, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.ფოჩხუას თქმით, ამერიკისთვის საქართველოს ფუნქცია რუსეთის შეკავებაა, ისევე როგორც უკრაინის, რომელმაც სამწუხაროდ მოაწერა ხელი იმ უბედურებას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველომ კი არა, ამიტომაც არის, რომ გარეშე მტრები შიდა აგენტურის დახმარებით ცდილობენ არიონ ქვეყანა, მღვრიე წყალში ხომ თევზს უკეთ დაიჭერენ.„უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშიაო, ნათქვამია. აშშ-ის საელჩო ხშირად გვახსენებს იმ 6-მილიარდიან (არა და 4,5-მილიარდია) დახმარებას, რაც საქართველომ მიიღო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ არ აკონკრეტებს რას მოხმარდა ეს დაფინანსება. დღეს რატომ გახდა აქტუალური ამ "საჩუქრის" გახსენება, რუსეთთან ომში ჩართვის საპირწონედ ხომ არა? ნუთუ ვერ ხვდებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ წავა ამაზე 500-მილიარდის საფასურადაც კი. ამერიკისთვის ჩვენი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა, ისევე როგორც უკრაინის, რომელმაც სამწუხაროდ მოაწერა ხელი იმ უბედურებას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველომ არა, ამიტომაც არის რომ გარეშე მტრები შიდა აგენტურის დახმარებით ცდილობენ არიონ ქვეყანა, მღვრიე წყალში ხომ თევზს უკეთ დაიჭერენ. აბა რას უნდა მივაწეროთ გაშმაგებული ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, აგენტურული ენჯეოების დაფინანსება და ა.შ. ამერიკული დაფინანსება ჩვენთან დემოკრატიის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ მის რყევას და საკუთარი ინტერესების გატარებას თუ ეს ასე არ არის, გაასაჯაროოს საელჩომ ვის, რა და რა მიზნით აფინანსებენ, გახადონ გამჭვირვალე ყველა ფინანსური ტრანში, რათა ქართველმა ხალხმა დაინახოს სტრატეგიული პარტნიორის მიზნები საქართველოში, მაგრამ ეს არ მოხდება, აშშ საელჩო ამას არ იზამს, ეს კი გაამყარებს იმ ეჭვს, რაც სიმართლეს შეესაბამება“, - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.Write to ოცნება - პრაიმ თაიმი

მიშა ბუკია

საზოგადოება 1710841260

„ბოლო 7 წელი აღარ ველაპარაკებოდი... რაც ჩემში გიყვართ და მოგწონთ, 99% მისგან მაქვს. შეხვედრამდე, მიშა“ – რეჟისორ მიშა ბუკიას ქალიშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება

გენიალურ რეჟისორს, მიშა ბუკიას ქალიშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება.„ბოლო 7 წელი აღარ ველაპარაკებოდი.ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ჯიგარი მეგობარი იყო. რაც ჩემში გიყვართ და მოგწონთ, 99% მისგან მაქვს. ძალიან ნიჭიერი და ძალიან მხიარული, მარად ახალგაზრდა და სულ შეყვარებული.ალბათ, მართალია როცა ამბობენ, რომ ყველაზე რთულია იმას აპატიო, ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს“, – წერს ნინი ბუკია. 

სპალეტი

სპორტი 1710840720

„გვიან იძინებენ...“ - სპალეტიმ სანაკრებო შეკრებებზე Playstation-ის თამაში აკრძალა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციის ბოლოს, „სკუადრა აძურას“ თავკაცმა ჟურნალისტებს შეკითხვით თავად მიმართა და სათამაშო კონსოლთან, Playstation 5-თან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა.„სულ ესაა? Playstation-ზე არაფერს მკითხავთ? თვლით, რომ სწორია, როცა იტალიის ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელს მატჩის წინა ღამეს არ სძინავს და ვიდეოთამაშებს თამაშობს, რის გამოც გუნდისთვის მოედანზე მაქსიმუმს ვეღარ აკეთებს? ფეხბურთელი მხოლოდ იმ ორი საათით არ უნდა შეფასდეს, რომელსაც ის მინდორზე ატარებს, საზომად მოედნის მიღმა გატარებული 22 საათი უნდა გამოვიყენოთ. არ მაინტერესებს, რას გააკეთებენ თუ დასაძინებლად სათანადო დროს წავლენ. უკრაინასთან მატჩამდე, რამდენიმე ფეხბურთელი ვიდეოთამაშებს გვიანობამდე თამაშობდა, რაც ჩემი აზრით, კარგი არაა. ევროპის ჩემპიონატზე, სპეციალური სათამაშო ოთახი გვექნება, რადგან ერთიანობა და ერთად გატარებული დრო მნიშვნელოვანია, თუმცა ღამის პირველის ნახევრამდე, ყველა თავის ოთახში უნდა წავიდეს და დაიძინოს. არ მომწონს, როცა ვიდეოთამაშების სიყვარული დამოკიდებულება გახდება. ამან შენს პროფესიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს“, - განაცხადა მწვრთნელმა.ცნობისთვის, სპალეტიმ სანაკრებო შეკრებებზე Playstation-ის თამაში აკრძალა და თვლის, რომ ვიდეოთამაშები ფეხბურთელებზე ცუდ გავლენას ახდენს.