„იცით ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა?“ - რომან გოცირიძე; „არა“ - შალვა თადუმაძე

14:04 10-09-2019
1193

 „დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა“, - ამ კითხვით მიმართა რომან გოცირიძემ, მოსამართლეობის კანდიდატს და გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს. მისგან კი პასუხი „არ ვიცი“ მიიღო.

„არ ვიცი.  ჩემგან ისეთ კითხვებზე გინდათ მიიღოთ პასუხები, რომლის კითხვებიც თქვენ არ იცით“, - უპასუხა შალვა თაუდმაძემ.

რომან გოცირიძემ კითხვის დასმამდე თადუმაძეს საკუთარი ციტატაც წაუკითხა:

„მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელსაც პირველი საკათედრო ტაძრის მაშენებელს მარჯვენა მოკვეთა, მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. აქ რომელ მარჯვენაზეა საუბარი და ვის მოკვეთეს მაშინ მარჯვენა?“, - უთხრა რომან გოცირიძემ მოსამართლეობის კანდიდატს.

„არ ვიცი. ჩემგან ისეთ კითხვებზე გინდათ მიიღოთ პასუხები, რომლის კითხვებიც თქვენ არ იცით. ციტატა არის ისეთი საკითხიდან ,რომელსაც წინ უძღვოდა მსჯელობა. ეს არის საადვოკატო საქმიანობის დროს სასამართლოში ნათქვამი რეპლიკა. ეს რეპლიკა არის ერთ ფურცლიანი. თქვენ თუ გინდათ შემიმოწმოთ, როგორ გამოვდიოდი სასამართლო დარბაზში, არ გამოგივათ. მე ვგულისხმობდი მოსამართლეს, რომელიც იქცეოდა, როგორც ჯალათი“,- უპასუხა თადუმაძემ რომან გოცირიძეს.