კაცს, რომელსაც მედიკამენტის მოხმარების გამო, მკერდი გაეზარდა, 8 მილიარდ დოლარს გადაუხდიან

12:51 10-09-2019
276

26 წლის მამაკაცმა ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ნიკოლას მიურეის კომპანიამ 8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

ნიკოლასის საჩივრის მიზეზი Johnson & Johnson-ის წარმოების ანტიფსიქოტური მედიკამენტის გვერდითი მოვლენა გახდა. ახალგაზრდა მამაკაცი ირწმუნება, რომ წამლის მიღების შედეგად მას მკერდი გაეზარდა და ასეთი სახის გვერდითი მოვლენის შესახებ იგი არავის გაუფრთხილებია და ეს ინფორმაცია არც ანოტაციაზე იყო დატანილი.

საუბარია მედიკამენტზე სახელწოდებით „რისპედრალი“.

ამერიკული გიგანტი Johnson & Johnson სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, რადგან მას „უკიდურესად არაპროპორციულ“ განაჩენად მიიჩნევს.

ავტორი: მარიამ გიგანი