616 მილიონ ლარიანი ჯეკპოტი გათამაშდა - გამარჯვებული ყველაზე მდიდარი ბრიტანელების სიაში მოხვდა

12:38 10-09-2019
468

გაერთიანებულ სამეფოში 170 მილიონი გირვანქა სტერლინგის ანუ 616 468 850 ლარის ოდენობის ჯეკპოტი გათამაშდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანეთის ეროვნული ლატარიის Euromillions კომპანიის თანახმად, ჯეკპოტი ერთმა ბილეთმა მოიგო, თუმცა ჯერ უცნობია ვინ არის მისი მფლობელი. არც ის იციან, მფლობელი 1 ფიზიკური პირია, ოჯახი თუ ადამიანთა ჯგუფი.

თუკი ჯეკპოტის მფლობელი ერთი ადამიანია, მაშინ იგი ყველაზე მდიდარი ბრიტანელების რეიტინგულ სიაში დაიკავებს ადგილს და გაუსწრებს ისეთ ცნობილ ვარსკვლავებს, როგორებიც ედ შირანი და ტომ ჯონსი არიან.

სერ ტომ ჯონსის ქონება 165 მილიონი გირვანქა სტერლინგია, ედ შირანის კი 160.

Euromillions-ის მიერ გათამაშებული ჯეკპოტის ეს ოდენობა გაერთიანებულ სამეფოში რეკორდულია.

ავტორი: მარიამ გიგანი