ფრანგ რეჟისორ ლუკ ბესონს, გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოში უჩივიან

12:33 10-09-2019
81

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ფრანგი კინორეჟისორი, ლუკ ბესონი, მსახიობ სენდ ვან როის ბრალდებებს უარყოფს, რომელმაც განაცხადა, რომ ბესონი, ორი წლის განმავლობაში, ხშირად აუპატიურებდა.

BBC“-ის ინფორმაციით, ბესონი და ვან როი აღიარებენ, რომ მათ რომანტიული ურთიერთობები აკავშირდებდათ. თუმცა, ბესონი უარყოფს გაუპატიურების ბრალდებას - მსახიობს „ფანტაზიორს“ უწოდებს.

 „BMFTV“– სთან ინტერვიუში ბესონი, მის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბრალდება მთლიანად გაყალბებულია - ”ჩემს ცხოვრებაში არასოდეს გამიუპატიურებია ქალი,” - ამბობს რეჟისორი.

28 წლის მსახიობი ბესონს ადანაშაულებს - ამბობს, რომ გასული წლის მაისში, პარიზის სასტუმროში გააუპატიურა. ვან როიმ, ბესონშის წინააღმდეგ საჩივარი, სწორედ გასულ წელს შეიტანა.

width=600

პროკურატურის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების შემდეგ, რეჟისორის მიმართ საქმის დაწყება არ განახორციელეს.

თუმცა, რვა თვის შემდეგ, სასამართლომ გადაწყვიტა საქმეზე დაბრუნება, ბესონის წინააღმდეგ, მსახიობის მიერ შეტანილი ახალი საჩივრის გამო.

ბესონსა და ვან როის შორის ურთიერთობები დაიწყო ფილმის - ვალერიანი და ათასობით პლანეტის ქალაქი სერიის დროს, აცხადებს მსახიობი, რომელიც დასრულდა გაუპატიურებით, გასული წლის 17 მაისს პარიზის სასტუმროში, რის შემდეგაც მან პოლიციამ უჩივლა.

width=600

გასული წლის 6 ივლისს მსახიობმა, კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა, რომელშიც მან რეჟისორი გაუპატიურებაში დაადანაშაულა - „2016 წლის მარტამდე და 2018 წლის მაისამდე“, აცხადებს სააგენტო.

საგამოძიებო პორტალ „Mediapart“- თან ინტერვიუების სერიაში, ბესონს, კიდევ 8 ადამიანი ადანაშაულებს სექსუალური შევიწროების გამო.

საიტზე გამოქვეყნებულია ძალიან ცოტა დეტალი იმის შესახებ, თუ რაში ადანაშაულებენ რეჟისორს კონკრეტულად, თუ იყო იგი სინამდვილეში ვადაგასული ბრალდება, დანაშაულის შეზღუდვის შესახებ.

60 წლის ბესონი დაქორწინებულია კინოპროდიუსერ, ვირჯინია ბესონ-სილაზე, რომელთანაც რეჟისორს სამი შვილი ჰყავს, ორი კი წინა ქორწინებიდან.

ლუკ ბესონი ცნობილი გახდა, როგორც რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორი, ისეთი ფილმების წყალობით, როგორიცაა „ცისფერი უფსკრული“(The Blue Abyss), ლეონი, „მიწისქვეშეთი“(Underground) და მეხუთე ელემენტი.

width=600

მისი ერთ-ერთი უახლესი ნამუშევარია, სამეცნიერო-ფანტასტიკის ეპოქის ფილმი -  „ვალერიანი და ათასობით პლანეტის ქალაქი“, სადაც მთავარ როლებს ასრულებდნენ დეინ დეჰანი და კარა დელევინი. იმავე ფილმში, ასევე თამაშობდა სანდ ვან როი.  

ბესონის ბოლო ნამუშევარია ასევე თრილერი - „ანა“, მთავარ როლებში საშა ლუსი და ჰელენ მირენი. 

სანდ ვან როი, წარმოშობით ჰოლანდიელ-ბელგიელი მსახიობია, რომელიც დაიბადა ნიდერლანდებში, მეორე ხარისხის როლები შეასრულა ბესონის ორ ფილმში, „ტაქსი 5“ და „ვალერიანი და ათასობით პლანეტის ქალაქი“.



ავტორი: რუსა ღვანიძე