თადუმაძეს მისი ადვოკატობა პროკურორობაზე მეტად მოსწონს

12:17 10-09-2019
4

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ, გენპროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ პროკურატურაში მის საქმიანობას მაღალ დონეზე არ აფასებს.

„პროკურატურის ნაწილში ჩემს საქმიანიობას არ ვაფასებ მაღალ დონეზე“, - განაცხადა თადუმაძემ დეპუტატ ნინო გოგუაძის კითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, როგორც გენპროკურორმა სასამართლოის ერთადერთხელ მიმართა, თუმცა სასამართლომ უფრო მაღალი სტანდარტი მოითხოვა და გენპროკურორის მიმართვაც კი არ დააკმაყოფილა. თადუმაძემ ასევე ისაუბრა მის საადვოკატო საქმიანობაზე, რომელსაც ის, გაცილებით წარმატებულად აფასებს, ვიდრე საპროკურორო საქმიანობას.

შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყო. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტთან ჟურნალისტები დახვდნენ და დიპლომის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე განმარტება მოსთხოვეს.

თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტში უპასუხებდა კითხვებს და დიპლომთან დაკავშირებული საკითხიც განმარტა.

მანამდე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დოკუმენტი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, რომელ სახინკლეში დადიოდა თადუმაძე სტუდენტობის დროს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია დაინტერესდა, მოვიდა თუ არა შალვა თადუმაძე გასაუბრებაზე ნამეცადინები. და ამასთან, სამი კურსელის დასახელება მოსთხოვა.

სხდომაზე დასწრებას ითხოვდა მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის ამტკიცებდა, რომ უნდოდა თადუმაძისთვის თვალებში ჩაეხედა და ეკითხა, „რატომ ატყუებს ხალხს“.

მაჩალიკაშვილი შენობაში თინა ბოკუჩავამ შეიყვანა, თუმცა პროტესტის ნიშნად 15 წუთში პარლამენტის შენობა დატოვა.