რა მიმოწერა ამოიღეს „ინსტაგრამიდან“ სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით

12:11 10-09-2019
1388

დღეს ჩვენ გავეცნობით მიმოწერას, რომელიც ბავშვებმა აწარმოეს ერთმანეთში დანაშაულის დღეს და შემდგომ დღეებშიც. საუბარია 4-5 არასრულწლოვნის ჩანაწერზე. მათ შორის არის მიხეილ კალანდიას ჩანაწერები, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებს შსს-სთან განუცხადა, სადაც ის ზაზა სარალიძესთან ერთად ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე პირების პირადი მიმოწერის გასაცნობად მივიდა.

მისი თქმით, მიმოწერა, რომელიც ამერიკის ფედერალური ბიუროს მეშვეობით, „ინსტაგრამიდან“ ამოიღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული ინფორმაციის მომცემი იქნება.

ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ვერაზე, 2017 წლის დეკემბერში სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დავით სარალიძე კი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს.