იანვრიდან შუქნიშნები დღისა და ღამის რეჟიმზე იმუშავებენ

11:08 10-09-2019

მერიის ტრანსპროტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, იანვრიდან შუქნიშნები დღისა და ღამის რეჟიმზე იმუშავებენ. მუმლაძემ ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, ყალიბდება სპეციალური გუნდ/განყოფილება, რომელიც შუქნიშნების მართვაზე იმუშავებს.

„შუქნიშნების ნაწილში მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს დაგეგმილი. უკვე მიმდინარეობს ადამიანთა შერჩევა განყოფილებისთვის, რომელიც იანვრიდან ამოქმედდება და შუქნიშნების მართვაზე იმუშავებს. ანუ ეს გუნდი იქნება პასუხისმგებელი შუქნიშნების კომფორტულ მართვაზე. შედეგად, შუქნიშნები დღისა და ღამის საათებში განსხვავებული რეჟიმზე იმუშავებს.

ელექტროენერგის გათიშვა ქმნის სერიოზულ პრობლემებს, ამიტომ მყისიერად უნდა ხდებოდეს სიგნალის/შეტყობინების მიღება, რომ შუქნიშნების მუშაობას პრობლემა არ შეექმნას და ა.შ. ამ მექანიზმზე მერია უკვე წლიწადნახევარია მუშაობს. პროექტის განხორციელების მიზნით, სპეციალური თანხაც გამოიყო, მხოლოდ წელს ამ მიმართულებით 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯა,“-აღნიშნა მუმლაძემ.