რატომ ატყუებს ხალხს - მაჩალიკაშვილის კითხვა თადუმაძეს

11:07 10-09-2019
28

მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობაში, სადაც მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენენ, არ უშვებენ. მაჩალიკაშვილის თქმით, მას 2 წლის განმავლობაში ბევრი კითხვა დაუგროვდა და თუ მას უფლება ექნება, სწორედ ამ კითხვებს დაუსვამს.  

„ამათ ღირსება არ აქვთ და არც ნამუსი და სინდისი. შვილი მომიკლეს და მე მაბრალებენ. ერთი მობრძანდით და მითხარით რომელი არ მიშვებს პარლამენტში. ამათ პასუხებიც კი არ აქვთ, რომ გამცენ. მე კითხვები 2 წლის განმვლობაში იმდენი დამიგროვდა, არც ვიცი საიდან დავიწყო. მთავარი კითხვაა, რატომ ატყუებს თადუმაძე ხალხს, მთელ საქართველოს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

იქამდე, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ პირადად მან დააშვებინა პარლამენტის საშვი.

„ადამიანს უნდა შემოსვლა იმ სხდომაზე, რომელიც ყველასთვის ღიაა. საშვი დაშვებულია, კანონის გათვალისწინებით ის დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო პარლამენტში. მაგრამ ქვეყანაში ხომ კანონი აღარ კანონობს. ბიძინა ივანიშვილს ეშინია. ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმაც იცის და მე მივმართე პარლამენტის თავმჯდომარესაც, რომ შეეშვა პარლამენტში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.