დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

08:45 10-09-2019
19

დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა, მოლაპარაკების საკითხების ჩამონათვალი საკმაოდ მწვავეა.

„ჟენევაში მთავარი თემის – ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების გარდა, იქნება ის მოვლენებიც, რომლებიც დღეს ვითარდება და აქამდე ვითარდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, იქნება ეს უკანონო ბორდერიზაციის, დაკავების საკითხები თუ ბოლო მოვლენები, რომელთა გამოც მნიშვნელოვნად დაძაბული ფონია შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ჟენევაში მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2 ივლისს დაიწყო და 3 ივლისს დასრულდა.