პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს მოუსმენენ

08:10 10-09-2019
21

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს,  საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს მოუსმენს.

ოპოზიციის განცხადებით, შალვა თადუმაძესთან მწვავე ​შეკითხვები ექნებათ. მთავარი საკითხი, რომელზე ყურადღებას გაამახვილებენ, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები იქნება.

„გვერდს ვერ ავუვლით მის საეჭვო უმაღლეს განათლებას და ამ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. არ შეიძლება, გვყავდეს გენერალური პროკურორი ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომლის იურისტობა არ არის დადასტურებული“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით კი,  მათი კითხვები შალვა თადუმაძის საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული და ისინიც  მისი განათლების საკითხით დაინტერესდებიან.