დაშავებულები მოტეხილობებით კლინიკაში იმყოფებიან

01:38 10-09-2019
18

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახმეტაში. ავტომობილის მძღოლი გზაზე ქვეითად გადასვლის დროს ორ მოქალაქეს დაეჯახა, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ქალბატონი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში  მართავდა. დაშავებულები მოტეხილობებით კლინიკაში იმყოფებიან. ისინი შოთა ჭიჭიაშვილის დაკრძალვიდან მოდიოდნენ.