ვინ არის დაღუპული ახალგაზრდა

01:21 10-09-2019
156

დაღუპულია 31 წლის ვლადიმერ ბჟალავა. ამის შესახებ სოფელ გაჭედილის რწმუნებულმა ოთარ რუხაიამ უთხრა „პრაიმტაიმს“. 

„ხელოსანი ბიჭი იყო, მშენებლობაზე მუშაობდა, მოძრაობდა ოპელის მარკის ავტომობილით, გზაზე ბეტონს შეეჯახა და ამოტრიალდა, - განმარტავს რუხაია. 

შეგახსენებთ, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

გარდაცვლილი მარტვილის რაიონ სოფელ გაჭედილის მკვიდრია. 1988 წელს დაბადებული პირი ავტომობილს თავად მართავდა. უბედური შემთხვევა სოფელ ინჩხურის ტერიტორიაზე მოხდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლით.

ავტორი: თეა შონია