ეს ყველაფერი დაბალი ტარიფების გამოა, ჩვენ თითქმის არაფერი არ გვრჩება - მძღოლი

01:20 10-09-2019
133

ბათუმში, ტაქსის კომპანია ,,მაქსიმის“ მძღოლებმა სიგნალებითა და საავარიო ციმციმებით, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე დემონსტრაციულად ჩაიარეს.

,,პრაიმტაიმმა კომპანიასთან დაკავშირება სცადა თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ,,მაქსიმთანდაკონტაქტება ვერ მოხერხდა, რადგან კომპანიის ადმინისტრაცია 18:00 საათამდე მუშაობს.

კომპანიის ოპერატორებმა კი განაცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. 

კომპანიის მძღოლების უმრავლესობა კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს. თუმცა, ,,მაქსიმის ერთ- ერთი მძღოლი რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს. ის ,,პრაიმტაიმს
უყვება, რომ პროტესტი კომპანიის მიერ დაწესებულმა დაბალმა ტარიფებმა გამოიწვია.

,,ეს ყველაფერი დაბალი ტარიფების გამოა, ჩვენ თითქმის არაფერი არ გვრჩება და 24 საათი გარეთ გვიწევს ყოფნა. თან საკუთარი მანქანით ვმუშაობთ, რომლის შეკეთებაც ხარჯებთანაა დაკავშირებული, ასე თუ გაგრძელდა არ ვიცი, რა მოხდება, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. - განმარტავს ,,მაქსიმის“ მძღოლი. 

ავტორი: ზაზა ტაკიძე