ემოციური კადრები სტადიონიდან, სადაც ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინეს

00:16 10-09-2019
94

„მადლობა გიო“ - ემოციური კადრები სტადიონიდან, სადაც ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინეს.

ხობის კოლხეთის კაპიტანმა გიორგი გოგენიამ,მეშახტეს“ ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა. გუშინ, ტყიბულის სტადიონზე მეშახატესა და ხობის კოლხეთს შორის მატჩში საჰაერო ორთაბრძოლის დროს შეჯახების შედეგად, ზურა გელაშვილმა და ირაკლი ჭანკვეტაძემ მძიმე ტრავმები მიიღეს.

გელაშვილმა შეჯახებისთანავე გონება დაკარგა, რასაც მოედანზე პანიკა მოჰყვა, სწორედ ამ დროს მეტოქე ფეხბურთელი გიორგი გოგენია ყველაზე სწრაფად გაერკვა ტრავმის სიმძიმეში და ზურას სიცოცხლე საკუთარი ხელით გადაარჩინა, რის გამოც თავადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

დახმარების აღმოჩენა რამოდენიმე წამიც რომ დაგვიანებულიყო შეიძლებოდა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო.

ტყიბულის მეშახტე სრული შემადგენლობითა და გუნდის გულშემატკივრები  ხობის კოლხეთის კაპიტანს მადლობას უხდიან.