ქურდობის ფაქტზე მამაკაცია დაკავებული

23:30 10-08-2019
101

მარტვილის ცენტრში სასურსათო მაღაზიაში ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა უკვე დაადგინეს და გამოკითხეს დანაშაულის ჩამდენი პირი, 1962 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია საკვები პროდუქტები და სარეცხი ფხვნილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

ავტორი: თეა შონია