რას ამბობს კახი კალაძე ენერგო კომპანიის ზარალსა და ხარჯებზე

21:56 10-08-2019
18

კახი კალაძე მისი ენერგეტიკის მინისტრობის დროს, ენერგო კომპანიის ზარალსა და უწყებაში თანხის გაფლანგვას ეხმაურება. ამის შესახებ მან ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა. 

„არასწორი ინფორმაციაა, რომ ჩემი მინისტრობის დროს, ეს კომპანია წამგებიანი იყო. არ ვეთანხმები აუდიტის დასკვნას. 2008 წელს კომპანია რეაბილიტაციის პროცესში გადავიდა, რადგან რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობით დავალიანება ჰქონდა. კომპანიას სარეაბილიტაციო ვადა სასამართლოს მიერ 2023 წლამდე განესაზღვრა. 

თუ პრემიებსა და ხარჯებზეა საუბარი, მაშინ ეს მმართველ პირს უნდა ვკითხოთ. ენერგეტიკის მინისტრს არ აქვს უფლება, ჩაერიოს უწყების მმართველის მიერ თანამშრომლისთვის პრემიის გამოწერაში“ - განმარტავს კახი კალაძე.