პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოსმენა ძალიან მძიმე იყო - კახი კალაძე

21:24 10-08-2019
32

კახი კალაძემ ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ შეწყალების სკანდალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის კონკრეტული შემთხვევები მძიმეა.

„ძალიან მძიმე იყო პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოსმენა. შეწყალების საქმეებიდან ეს ერთი-ორი შემთხვევა არ ყოფილა. შეწყალება ეს ისეთი ინსტრუმენტია, რომლითაც შესაძლებელია ადამიანების გახარება“.

ინგა გრიგოლიას შეკითხვას, ხომ არ ნანობს მერი სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მხარდაჭერას, კახი კალაძემ უპასუხა, რომ ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. 

„ოპოზიციისთვის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება. ჩვენ ქვეყანაში ყველაზე მეტად სიმშვიდე გვჭირდება“ - აცხადებს კახი კალაძე.