გამოვრიცხავ, რომ ვინმეს მხრიდან მოხდეს საქმის მიჩქმალვა ან ხელის დაფარება - კალაძე ჯიშკარიანზე

20:59 10-08-2019
14

ამ საქმის გამოძიება აუცილებლად სწრაფად უნდა მოხდეს .ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქცია“-ში დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ილია ჯიშკარიანის დანაშაული გამოიკვეთა,

„სრულიად გულწრფელი მინდა ვიყო და აქ პარტიულ ხაზს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იგივე დამოკიდებულება მექნებოდა, „გირჩის“, „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“ რომელიმე პარტიის წევრზე. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. როდესაც საქმე ეხება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულს, მაშინვე ამოდის უდანაშაულობის პრეზუმციის საკითხი. ამიტომ, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. თუ ილია ჯიშკარიანს აქვს ასეთი მძიმე დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი - ამბობს კახი კალაძე.

ინგა გრიგოლიას კითხვას მიკერძოებისა და პარტიული კუთვნილების შესახებ, დედაქალაქის მერმა უპასუხა, რომ ის ასეთ დამოკიდებულებას და მიდგომას გამორიცხავს.

„გამოვრიცხავ, რომ ვინმეს მხრიდან მოხდეს საქმის მიჩქმალვა, ან ხელის დაფარება. ისეთ თემაზე და საკითხზეა საუბარი, რომ აუცილებლად ყველაფერი უნდა გაირკვეს და ნათელი გახდეს საზოგადოებისთვის.“- განაცხადა კახა კალაძემ.

ჯიშკარიანის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე, კახი კალაძე ამბობს, რომ კარგი იქნებოდა დეპუტატის მანდატის შეჩერება, თუმცა ამის შესაძლებლობას კანონი არ იძლევა.

„ალბათ კარგი იქნებოდა, თუმცა კანონის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, კანონი არ იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ მას დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება. ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული მისი მხრიდან. აქ დროებით შეჩერებაზე არ არის საუბარი. ეს კანონშია გაწერილი. მან პირდაპირ უნდა დატოვოს მანდატი.დაველოდოთ გამოძიებას და ალბათ, ძალიან მალე იქნება პასუხები“ - აცხადებს კახი კალაძე.