მაშინ, დავიხურავ ქუდს და წავალ - კახი კალაძე კრიტიკოსებს პასუხობს

20:57 10-08-2019
427

კახი კალაძე ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკას გადაცემა „რეაქციაში“ გამოეხმაურა.

„მაშინ საერთოდ მერს რატომ ვირჩევთ ან მერია რად გვინდა თუ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ამ ქალაქში და უნდა ვიყოთ მაშინ იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ვართ. მაშინ მეც რა მინდა, დავიხურავ ქუდს და წავალ. მე მგონია, ხალხმა იმიტომ ამირჩია, რომ რეფორმები განვახორციელოთ, შევცვალოთ ის რაც არ მოგვწონს, რაც ცუდია, ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ. მე ახლა მართლა მეამაყება, რომ იმდენი რამ კეთდება თბილისში, რაც გადავხედოთ ამ ქალაქში ხომ ვცხოვრობთ ყველა, არ გაკეთებულა არასდროს. შეიძლება იყოს დისკომფორტი და მართლაც დისკომფორტია, ქუჩები გადათხრილია, მიდის სამუშაოები, ზოგი თხრილშია ჩამძვრალი, საკანალიზაციო ან წყლის მილს აკეთებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მართლაც საქართველოს დედაქალაქი იყოს ერთ-ერთი ულამაზესი, თავისი ულამაზესი უბნებით, ულამაზესი შენობა-ნაგებობებით, ვნახოთ რა მდგომარეობაშია გავიდეთ ძველ თბილისში უმძიმესია”, - აცხადებს თბილისის მერი.