სტალინის 4 წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა

19:45 10-08-2019
553

იოსებ სტალინი ზოგისთვის სისხლიანი ტირანია, ზოგისთვის კი დიდებული მმართველი. თუმცა, ცოტა თუ იცნობს მას, როგორც წინასწარმეტყველს.

ერთ-ერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ ის ისტორიული ფაქტები შეაგროვა, რითაც დასტურდება, რომ სტალინის წინასწარმეტყველებები ახდა.

 

ომი ფინეთსა და გერმანიასთან

1939 წლის სექტემბერში, მალევე პოლონეთზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმიდან, შვედეთში საბჭოთა კავშირის ელჩი, ა. კოლონტაი მოსკოვში ჩავიდა. ის კრემლში მიიპატიჟეს და პირადად სტალინმა მიიღო. ქალმა დაწვრილებით აღწერა ამ შეხვედრის დეტალები თავის დღიურებში.

თავიდან საუბარი იმ კონფლიქტს შეეხო, რომელიც ფინეთში მწიფდებოდა. „თუ ამის შეჩერება ვერ მოხერხდება, მაინც ხანმოკლე იქნება“, - უთქვამს სტალინს. სინამდვილეშიც, ფინეთთან საბჭოთა კავშირის ომი რამდენიმე თვე გაგრძელდა. 1939 წლის 30 ნოემბრიდან 1940 წლის 13 მარტამდე.

სტალინს ბევრი ულაპარაკი საზღვრის გამაგრების შესახებ ქვეყნის შიგნით: „პრაქტიკულად უნდა მოვემზადოდ თავდასხმის წინააღმდეგ, ჰიტლერთან ომისთვის“, - თქვა სტალინმა.

მახლა ეს სიტყვები არავისთვის არის გასაკვირი, თუმცა მაშინ უცნაურად ჟღერდა, ვინაიდან ორ სახელმწიფოს შორის იმ დროს ფორმალური მეგობრობა არსებობდა. სტალინი და ჰიტლერი დღესასწაულებზე ერთმანეთს მისალოცებს უგზავნიდნენ.

1939 წლის 19 აგვისტოს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის სავაჭრო შეთანხმებას მოეწერა ხელი. საბჭოეთს გერმანიისთვის რეგულარულად უნდა მიეწოდებინა ლითონი, ნავთობპროდუქტები, მარცვლეული და სხვა პროდუქტი, მათ შორის საომარი მიზნებისთვისაც. თავის მხრივ გერმანიაც იღებდა ვალდებულებას საბჭოეთისთვის სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის ტექნიკაც მიეწოდებინა.

23 აგვისტოს ხელი მოეწერა მოლოტოვისა და რიბეტროპის ცნობილ პაქტს თავდაუსხმელობის შესახებ. სექტემბერში გაიმართა ერთობლივი აღლუმები ბელარუსსა და დასავლეთ უკრაინაში, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.

 

კულტის მსხვრევა და საბჭოეთის დაშლა

კოლონტაინთან საუბრის ბოლოს სტალინმა პიროვნების როლზე ისაუბრა და მოულოდნელად განაცხადა:

„ჩვენი პარტიის და ხალხის გაკეთებულ ბევრ საქმეს მიაფურთხებენ, პირველ რიგში უცხოეთში, ასევე ჩვენს ქვეყანაშიც... ჩამს სახელსაც შეურაცხყოფენ. ბევრ ბოროტებას მომაწერენ. მსოფლიო სიონიზმი მთელი ძალით შეეცდება ჩვენი კავშირის დარღვევას“. 

ილაპარაკა ქვეყანაში ნაციონალიზმის განვითარებაზეც, საერთაშორისო წინააღმდეგობებზე.

 

ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტები და დასავლეთის სანქციები

სტალინის თქმით, საბჭოთა სახელმწიფოს წინ ბევრი საშიში მოსახვევი ელოდა: „საქმე იქამდე მივა, რომ განსაკუთრებით აღელდება აღმოსავლეთი და მწვავედ დაუპირისპირდება დასავლეთს...“ - ამბობდა სტალინი.

 

მთვარის განყოფილება

1945 წლის გაზაფხულზე, პოტსდამის კონფერენციაზე, სტალინმა მოულოდნელად შესთავაზა კოლეგებს აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან, რომ განეხილათ საკითხი მთვარის განყოფილების შესახებ. თავიდან მათ იფიქრეს, რომ მოესმათ და საბჭოთა ლიდერს მხედველობაში გერმანიის განყოფილება ჰქონდა. თუმცა სტალინმა დააზუსტა: გერმანიის მიმართულებით ჩვენ უკვე შევთანხმდით. მე ვლაპარაკობ მთვარეზე“

მან განმარტა, რომ საბჭოთა კავშირს თავისი შეხედულებები ჰქონდა დედამიწის თანამგზავრზე. ექსპერტები ამბობენ, რომ ხრუშოვი მისი წინამორბედივით შორსმჭვრეტელი რომ ყოფილიყო, მთვარეზე სწორედ საბჭოთა კოსმონავტები მოხვდებოდნენ და ეს გაცილებით ადრე მოხდებოდა, ვიდრე 1969 წელს.

 

ნათელმხილველი, თუ ფუტუროლოგი

ჰქონდა თუ არა სტალინს რეალურად წინასწარმეტყველების ნიჭი? - ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ის ასტროლოგიით და მაგიით ინტერესდებოდა, ურთიერთობდა ექსტრასენსებთან და ნათელმხილველებთან. თუმცა, ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა.

მეორე მხრივ, ქვეყნის მომავალზე პროგნოზის გასაკეთებლად საკმარისია იცოდე ფუტუროლოგია, ხედავდე ტენდენციებს და სიტუაციის განვითარების პერსპექტივას.

ასეა, თუ ისე, სტალინის წინასწარმეტყველებები ახდა.