სამი წლის ბავშვის გატაცების მცდელობა - დედა დამნაშავის პოვნას ითხოვს

18:47 10-08-2019
415

3 წლის პოპი-ლი გილმორი, ანტრიმის საგრაფოში მდებარე მაღაზიასთან, თავის ოჯახის წევრებთან ერთად იდგა, როდესაც უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა, მუშტი დაარტყა და ფურგონის ტიპის მანქანაში ძალით ჩასვა.

ინფორმაციას BelfastLive ავრცელებს.

ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა, როდესაც ბავშვის დედა შვილისკენ ზურგით იდგა. 3 წლის ბავშვს ბაღში უცნობ პირებსა და შესაძლო საფრთხეებზე ჩატარებული გაკვეთილები გაახსენდა და მიხვდა, რომ განსაცდელში იყო. გოგონა მანამ კიოდა და წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებელს, სანამ ფურგონიდან არ გადახტა და ავტოსადგომზე მიიმალა.

დამალულ ბავშვს დედამ მიაგნო. 26 წლის სარა-ჯეინ გილმორი იხსენებს: „ბავშვი გაფითრებული იყო, როცა ვიპოვე, მითხრა, რომ უცნობმა კაცმა წაიყვანა“.

„არც კი ვიცი რა მოხდებოდა, ბავშვი რომ არ გამოქცეულიყო. გვითხრა რომ უცნობმა მამაკაცმა წაიყვანა. ორ თვითმხილველს ველაპარაკეთ, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ბავშვი მამას მიჰყავდა და იმიტომ ტიროდა, რომ სათამაშო ვერ მიიღო. ბავშვი სულ ბოდიშებს იხდის, რომ იმ უცნობ კაცს უხეშად მოექცა და დაარტყა. მე ვცდილობ ავუხსნა, რომ სწორად მოიქცა,“- აცხადებს დედა.

მშობლების განცხადებით, მათ მხოლოდ რამდენიმე წამით მოადუნეს ყურადღება. დაკარგულ ბავშვს დედ-მამა მაღაზიის სიახლოვეს და ავტოსადგომზე ეძებდა. მათ იქ მყოფი ადამიანებიც ეხმარებოდნენ.

 „დამეხმარეთ ვიპოვო ის მონსტრი“, - მიმართასვს ბავშვის დედა როგორც პოლიციას ასევე საზოგადოებასაც.

ინციდენტი გუშინ მოხდა და ეჭვმიტანილს ჩრდილოეთ ირლანდიის ანტრიმის საგრაფოს პოლიცია ეძებს. ადგილობრივი გამომძიებლის თანახმად, იგი დაკითხავს ყველას ვინც მაღაზიის ტერიტორიაზე და მის სიახლოვეს იმყოფებოდა. პოლიცია ასევე მოუწოდებს თვითმხილველებს, ეჭვმიტანილის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია შეატყობინონ სამართალდამცველებს. 

ავტორი: მარიამ გიგანი