„ერთხელ წამომარტყა“ - რას იხსენებს შიშით ქეთი ხუციშვილი?

16:12 10-08-2019
756

„ჩცდ“-ს ლუნა და ახლა უკვე „კომედი ჯგუფის“ მსახიობი ქეთი ხუციშვილი „ფარულ კონვერტში“ მამასთან დაკავშირებულ შიშზე ყვება. როგორც აღმოჩნდა, თამამ და ძნელად აღსაზრდელ ქეთის ძალიან ეშინოდა მამის და მას ეს შიში ახლაც გამოყოლილი აქვს. 

ქეთი ხუციშვილი: - ამხელა ქალი ვარ და მამის ახლაც მეშინია. ეს შიში ბავშვობიდან მომყვება. მამას, ჯიმშერ ხუციშვილს სახეც მკაცრი აქვს და სახლში რომ შემოვიდოდა, მე უკვე მეშინოდა. ახლა უკვე მასთან შეხუმრებული ვარ. თუმცა შიში მაინც დამრჩა. ბავშვობაში დესპოტს ვეძახდი. მახსოვს ერთხელ წამომარტყა, თამამი ბავშვი ვიყავი. სკოლის მეორე ცვლაში ვსწავლობდი და ერთხელ სახლში მისვლა დავაგვიანე. ლიანდაგებით წამოვედი და ღამე მივედი. სად იყავიო? სკოლიდან მოვდივარ-მეთქი. ფეხსაცმელებზე რომ დამხედა, მიხვდა, რა გზითაც მოვედი, მაზუთში მქონდა ამოსვრილი. და წამომარტყა... ერთხელ მამას წამოცდა, ძნელად აღსაზრდელი ბავშვი იყავიო. სხვები რომ ეზოში რეზინობანას და კლასობანას თამაშობდნენ, მე სტომატოლოგიურ კაბინეტში ვიჯექი და ხანში შესულ კბილის ტექნოლოგს ორი საათის მანძილზე ვუყურებდი, როგორ აკეთებდა პროთეზს. დავყვებოდი ვიღაცებს, უფროსებთან ურთიერთობა მომწონდა. მშობლებს არც ვეუბნებოდი სად ვიყავი, შეიძლება ორი საათი დავკარგულიყავი. 

ავტორი: თამარ გონგაძე