პატარძალს ქმარი ქორწილიდან გაექცა და $159 000 ვალი დაუტოვა (ტაილანდი)

15:28 10-08-2019
300

ტაილანდელ პატარძალს „მილიარდერი“ სიძე ქორწილის შემდეგ გაექცა და დიდი ოდენობით ვალი დაუტოვა გადასახდელი.

Bangkok Post-ის ინფორმაციით, 30 წლის ქალმა 50 წლის მამაკაცი მარტში გაიცნო. მან ქალს ხელი მეორე დღესვე სთხოვა.

50 წლის მამაკაცი სახელად ნატი ქალს არწმუნებდა რომ ძალიან მდიდარი იყო, წარმატებული ბიზნესი ჰქონდა ჰონგ-კონგში და დიდ კომპანიას ედგა სათავეში.

წყვილმა ქორწინება აპრილში დაარეგისტრირა და ქორწილისთვის მოსაწვევებიც გაგზავნა. საქორწილო წვეულება მდიდრულ სასტუმროში დაიგეგმა. ცერემონიას სიძის მხრიდან მხოლოდ 10 მეგობარი ესრებოდა.

ქორწილის შემდეგ სიძემ პატარძალს უთხრა, რომ სასწრაფოდ უნდა გამგზავრებულიყო ჰონგ-კონგში. ქორწილის საფასურის გადახდაზე კი უარი განაცხადა.

ქორწილის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ძალიან გრანდიოზულიწ ვეულება გადაიხადეს, რომლის ორგანიზებასაც სამი დღე და ღამე მოანდომებს.

პატარძლის ოჯახი სიძეს მხოლოდ ერთხელ შეხვდა. საცოლის მშობლებს მამაკაცმა მოატყუა, რომ ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო.

პატარძლის დედამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ქორწილი 150 000 დოლარი დაჯდა. ეს თანხა ახლა სწორედ პატარძალმა უნდა გადაიხადოს.

სასტუმრო, სადაც ქორწილი გადაიხადეს, მზადაა პატარძალს დაეხმაროს და თანხის ეტაპობრივად გადახდაზე დათანხმდა. თუმცა პატარძალს უჩივის ქორწილის ორგანიზატორი, რომელიც 10 000 დოლარად დაიქირავეს და ეს თანხა მისთვის არავის გადაუხდია.

 

ავტორი: მარიამ გიგანი