თბილისის ზოოპარკის ცნობილი ჰიპოპოტამის ფოტო უცხოურმა საიტმა fake news-ში გამოიყენა

14:28 10-08-2019
230

უცხოურმა საიტმა  World News Daily Report-მა თბილისის ზოოპარკის ცნობილი ჰიპოპოტამის, ბეგის ფოტო fake news-ში გამოიყენა.

გავრცელებულ დეზინფორმაციაში ვებ-გვერდი წერს, რომ მოქმედება პარიზში განვითარდა, მას შემდეგ, რაც ზოოპარკიდან გაქცეულმა ჰიპოპოტამმა საცხობში მომუშავე 54 წლის ჯერალდინა ბოუდინის გაუპატიურება სცადა. ფეიკ-სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალი პარიზის ზოოპარკს უჩივის.

სინამდვილეში ქალი, რომლის ფოტო ფეიკ-სტატიაში გამოიყენეს, ვილა სოლტეზის სახელით არის ცნობილი. ის 2012 წელს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც წონის გამო უარი ეთქვა უნგრეთიდან შეერთებულ შტატებში გაფრენაზე.

ჰიპოპოტამის ფოტო კი, რეალურად თბილისის ზოოპარკის პოპულარულ ბინადარს, ბეგის ეკუთვნის, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს, სხვა ცხოველებთან ერთად ზოოპარკს მიღმა აღმოჩნდა.