თბილისის ეკლესიებს შორის მინიფეხბურთში ტურნირი გაიმართება

13:35 10-08-2019
160

ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ ორგანიზებით, თბილისში ეკლესიების სამრევლოებს შორის მინიფეხბურთის ტურნირი გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა გუნდის განაცხადი უნდა წარადგინონ ოქტომბრის 15 რიცხვამდე.

შეჯიბრი გაიმართება ეკლესიების მრევლს შორის, ტურნირი ეძღვნება ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას.

თამაშები გაიმართება ვაკის პოლიციასთან მდებარე სტადიონზე. თამაშები ჩატარდება 7/7-ზე სისტემით.

გუნდის განაცხადში შესაძლებელია მაქსიმუმ 12ადამიანის შეყვანა. მოქმედი და პროფესიონალი ფეხბურთელები ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა საპრიზო თანხა და საჩუქრები.

დაწესებულია გარდამავალი თასი დეკანოზ გიორგი ყიფშიძეს მიერ, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა.

ტურნირის იდეის ავტორი და ორგანიზატორი გიორგი თავბერიძეა.

ტურნირში მონაწილეობის მსურველბს შეუძლიათ დარეკონ: 595 577 507.

ან გააგზავნონ განაცხადი: giotavbera@gmail.com

ტურნირის თანაორგანიზატორები არიან: მასტერლიგის 7x7 საფეხბურთო სამოყვარულო ასოციაცია, თბილისის მერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.​

ტურნირი პირველად შარშან გაიმართა. ტრადიციული სახე მიიღო და ყოველ წელს ჩატარდება.