„რომ გითხრათ, კარგად ვარ-მეთქი, მოგატყუებთ“ - კახი კავსაძე თავის ჯანმრთელობაზე

12:28 10-08-2019
859

კახის ამ ფოტომ ძალიან მომანდომა მისი მოკითხვა. მართალია, წუთნახევრიანმა დიალოგმა სურვილი დიდად ვერ მომიკლა, თუმცა დიდი არტისტის ხმის გაგონება, ყოველთვის სასიხარულოა. 

84 წლის მსახიობის განწყობა მინორულია, ჯანმრთელობისთვის ვიბრძვიო. კახი „პრაიმტაიმს“ თავის დღევანდელ განწყობას უზიარებს. 

კახი კავსაძე: - რომ გითხრათ, კარგად ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. რომ გითხრათ, ცუდად ვარ-მეთქი, ასეა, ვეღარ ვიბრძვი. არადა, ვიბრძვი ჯანმრთელობისთვის! მდგომარეობა ასეთია - რიბი-რაბო. ეს სიტყვა სერგო ზაქარიაძეს უყვარდა როცა კითხავდნენ, როგორ ხართ, ბატონო სერგოო?

- ბატონო კახი, შემოდგომა გიყვართ?

- შემოდგომა ყველას უნდა უყვარდეს. როგორ მიდის შენი საქმე, შენი მუშაობა, შენი ყოფა, ყოველდღიურობა და რა ხასიათზეც ხარ - იმას გაგონებს ეს დრო.

 

ავტორი: თამარ გონგაძე