რას ათვალიერებინებს სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას კახეთში

11:52 10-08-2019
83

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, თელავის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებიან.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სტუმრებმა უკვე დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ეთნოგრაფიული ექსპოზიციები და ამ წუთებში, თელავის გერმანული საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხვდებიან.

მუზეუმის შემდეგ, გერმანიის პრეზიდენტი სოფელ კისისხევში, შუხმან-ვაინის ღვინის ქარხანას მოინახულებს.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი