ტაქსებზე ფასის ზრდა ნორმალურია - კახა კალაძე

11:44 10-08-2019
170

„ჩვენი მიზანია, რომ ტაქსით მგზავრობა იყოს კომფორტული, იყოს კარგი პირობები და ასეთ პირობებში ფასის ზრდა ნორმალურია“, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქში რეფორმების დასრულების შემდეგ, ტაქსის პრობლემაც მოგვარდება.

„ტაქსის ტარიფი პრობლემა იყო პირველ დღეებში, ამასთან დაკავშირებით გვქონდა კომუნიკაცია კომპანიებთან, თუმცა თუ კიდევ არის გადამეტებული ფასები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დავარეგულიროთ.

ტაქსს ჰყავს თავისი კლიენტი, ქალაქში დაწყებული გვაქვს ამხელა რეფორმა. დარწმუნებული ვარ , ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ, გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ტაქსების პრობლემაც მოგვარდება.

ჩვენი მიზანია, რომ ტაქსით მგზავრობა იყოს კომფორტული, იყოს კარგი პირობები და ასეთ პირობებში ფასის ზრდა ნორმალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.